უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2015 წლის 29 ივლისის N126/01-01 ბრძანების, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 25 აპრილის სხდომაზე დამტკიცებული ,,ფაკულტეტის დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ მე-7 პუნქტის და ფაკულტეტის საბჭოს 2021 წლის 26 მარტის სხდომაზე დამტკიცებული ,,ფაკულტეტის დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესში ცვლილების“ საფუძველზე.
ვბრძანებ:
- გამოცხადდეს კონკურსი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად. საკონკურსო დოკუმენტები მიიღება 2024 წლის 25 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით. თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის ელექტრონულ მისამართზე: chancellery.pes@tsu.ge;
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოქტორანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 2);
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) სამეცნიერო პუბლიკაციების, განხორციელებული სამეცნიერო–კვლევითი, კვალიფიკაციის ასამაღლებელი და სასწავლო აქტივობების ჩამონათვალი (დანართი 1 /შევსებული ცხრილი - მათი დამადასტურებელი დოკუმენტაციით);
დ) სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა;
ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ვ) ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან GPA-ის მითითებით.
- კონკურსის შედეგები გამოცხადდეს არა უგვიანეს 2024 წლის 16 დეკემებრისა.
- ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს.
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.